Skip to content
Data Engineer

Data Engineer

ანალიტიკოსი

Bank of Georgia

Tbilisifulltime

Apply on the employer's site

Role description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოს ბანკის
ფილიალების ანალიტიკის და რეპორტინგის სამსახური
აცხადებს ვაკანსიას
ანალიტიკოსის
პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცალო მიმართულების ფილიალებისთვის შექმნილი წამახალისებელი კამპანიების ან/და შეჯიბრებების ტექნიკური მიმართულებით მართვა;
  • ფილიალების, მენეჯმენტის და სამსახურის შიდა საჭიროებებზე მორგებული ანგარიშგებების შექმნა და მართვა;
  • ბაზებისა და ანგარიშგებების რეგულარული ოპტიმიზაცია, დახვეწა და ავტომატიზაცია;
  • ანგარიშგებების/ვიზუალების შექმნისთვის გამოყენებული შემავალი პარამეტრების მოქნილობის უზრუნველყოფა შემდგომი საჭირო ცვლილებების შესატანად;
  • შექმნილი ანგარიშგებების მდგრადობის და სანდოობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების მომართვიანობისას მოკვლევითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
  • შემუშავებული წესების და სქემების დოკუმენტირება.

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • SQL-ის ცოდნა;
  • Power BI-ს ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

გამოხმაურებას ველოდებით
2026 წლის 3 აგვისტომდე.

This is a saved copy of a posting published elsewhere. Postings get taken down without notice — check the employer's site before applying. mentors.coach is not the hiring party.

Similar roles

See all →
Data EngineerROL-001

Data Analyst (m/f)

Mondelēz International

Bratislava · fulltime

Salary not stated

11/08/2026